Sunday, 5 March 2017

დებაგირება

   
                            

დებაგირება არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება კოდში ერორების ძიება,  ნებისმიერ თანამედროვე ხელსაწყოს აქვს დებაგირების ფუნქცია, მარტივ ენაზე რომ ავხსნათ დებაგირება არის პროცესი როცა CPU ავტომატური რეჟიმიდან გადადის manual რეჟიმზე და მართვის სადავეები მთლიანდ თქვენ ხელში ხვდება, კოდს კითხულობთ იქ სადაც გინდათ, იწყებთ და ამთავრებთ კითხვას იმ მონაკვეთის რომელიც გინდათ და ა.შ
გავრცელებული სახეები ერორის უკვე იცით. გამონაკლისები, სინტაქსური ერორები და დინამიური ერორები, ანუ ბაგები.
გამონაკლისზე წინა თავში ვისაუბრეთ ამიტომ არ ჩაუღრმავდები, გამონაკლისის გამწვევის დროს კომპილატორი გეუბნებათ სად მოხდა პრობლემის გამოწვევა, სინტაქსური ერორის დროსაც კომპილატორი გეუბნებათ ან მიგანიშნებთ მაინც სად მოხდა კოდში სინტაქსური დარღვევა. სტატიკური ერორიც ნათელია, „>“ ნიშნის მაგივრად „<“ გაქვთ დაწერილი, ლოგიკურად რო მიყვეთ მიაგნებთ პრობლემას, მაგრამ ბაგები ეს სხვა საფეხურია პრობლემის, ბაგის დროს კოდი სინტაქსურად და სემანტიკურად გამართულია. ყველაფერი მუშაობს იდეალურად ერთი პატარა პრობლემით, კოდი არ იძლევა იმ შედეგს რასაც ელით. მაგალითად ელით ეკრაზე 123-ს და გამოდის 122. სხვანაირად ბაგებს ლოგიკურ ერორებს ეძახიან, შესაბამისად ლოგიკურ ერორს რო მიაგნო:
1.     იფიქრეთ იმაზე რა გააკეთა კოდმა რომ ამ შედეგამდე მოვიდა, რატო მოვიდა ამ შედეგამდე, როგორ უნდა მისულიყო მართებულ შედეგამდე.

2.     გამოიყენეთ დებაგერი, რომ მართვად რეჟიმში უყუროთ რას აკეთებს თქვენი კოდი.  

 შემდეგ ბმულზე (<---დააჭირეთ ბმულზე-ს) არის ვიდეო გაკვეთილი დებაგირებაზე: სადაც გამოტოვებულია Profiling, როდისმე ვებ პროგრამირებამდე თუ მივედით მაშინ განახებთ Profiling-ის მაგალითებს.  აუდიო ხარისხი ვიდეოების არ არის მოწოდების სიმაღლეზე. ამიტომ გამოიყენეთ ყურსასმენები.

No comments:

Post a Comment